loader

80 წლის ქალს პარაშუტით ფრენა კოშმარად ექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

80 წლის ქალს პარაშუტით ფრენა კოშმარად ექცა

80 წლის პენსიონერს დიდი ხანია სურდა პარაშუტით გადმოხტომა და მან ეს სურვილი აიხდინა, თუმცა, მისთვის არც ისე სახარბიელოდ დამთავრდა ყველაფერი.

პენსიონერი, ინსტრუქტორი და ოპერატორი, რომელსაც ეს ყველაფერი უნდა დაეფიქსირებინა, თვითმფრინავით გაფრინდნენ. როდესაც თვითმფრინავის კარი გაიღო, ქალმა ყოყმანი დაიწყო და კარს ჩაებღაუჭა, მაგრამ უკვე გვიან იყო. იმის გამო, რომ მოხუცმა არასწორი პოზიცია დაიკავა, უსაფრთხოების ქამარი ჩამოუსრიალდა, თუმცა, ინსტრუქტორმა მოახერხა და ის დროზე დაიჭირა.

მიუხედავად ყველაფრისა დაშვება მშვიდობიანად მოხდა. კალიფორნიაში მდებარე პარაშუტის ცენტრში მომხდაზრე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.