loader

პატიმარი ციხიდან გაქცევის დროს ხვრელში გაიჭედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმარი ციხიდან გაქცევის დროს ხვრელში გაიჭედა

ბრაზილიის შტატ გოიასის კოლონიაში უიღბლო პატიმრის გაქცევა წარუმატებლად დამთავრდა. მსჯავრდებული მისი თანამზრახველების მიერ კედელში გაკეთებულ ხვრელში გაიჭედა.

გამოსასწორებელი დაწესებულების პატიმარი რაფაელ ვალდაო მეგობრებს მიჰყვა, მაგრამ საკუთარი გაბარიტები არ გაითვალისწინა.

პატარა ხვრელში პატიმარი წელს ზემოთ წარმატებით გაძვრა, მაგრამ მსხვილმა წელმა მას ერთი მილიმეტრით წინ წაწევის საშუალებაც კი არ მისცა. ვალდაოს სასოწარკვეთილმა ყვირილმა დარაჯების ყურადღება მიიპყრო.

მისი ხვრელიდან გამოთრევის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. საბოლოოდ მსჯავრდებულის დასახმარებლად სახანძრო ჯგუფი მივიდა. მათ ღრმული გააფართოვეს და ვალდაო გაათავისუფლეს.

"იგი მსხვილი და მაღალი ადამიანია. რა თქმა უნდა, ასეთ ვიწრო ღრმულში გაძრომას ვერ მოახერხებდა. ამჟამად ვალდაო მკურნალობს. მას ერთი ნეკნი აქვს გატეხილი", - ამბობს სახანძრო განყოფილების უფროსი ტიაგო კოსტა.

შედარებით გამხდარმა პატიმრებმა გაქცევა მოახერხეს. მათ პოლიცია ეძებს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე