loader

ნიშანი ციდან? - პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკას მეხი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიშანი ციდან? - პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკას მეხი დაეცა

რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ თავისი მოულოდნელი განცხადებით მილიონობით მორწმუნე კათოლიკის გაოცება გამოიწვია. პირველად 600 წლის განმავლობაში, პაპმა თავად თქვა უარი სამწყსოს მართვაზე და გადადგომის შესახებ განაცხადა.

არავინ იცის, ნიშანია თუ არა ის, რაც ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ, რამდენიმე საათში ვატიკანში მოხდა: წმინდა პეტრეს ბაზილიკას მეხი დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაწყვიტა გადადგომა. 85 წლის ბენედიქტ XVI 2005 წლის აპრილში აკურთხეს ვატიკანში, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ.