შემზარავი ვიდეო: სირიელი მამა დაღუპულ მცირეწლოვან შვილებს დასტირის (+16)
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, სირიის დედაქალაქ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა. მომწამვლელმა გაზმა ქალაქის გარეუბანში მცხოვრები მოქალაქეები ძილში გაგუდა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ. გავრცელდა ამ შემზარავი ფაქტის ამსახველი ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დასტირის უბედური მამა 2 მცირეწლოვან შვილს.