loader

ანჯელინა ჯოლიმ სირიელ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, საუბრისას იტირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლიმ სირიელ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, საუბრისას იტირა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი იორდანიას ეწვია, სადაც სირიელი ლტოლვილების ბანაკს ესტუმრა.

ჯოლი იორდანიაში გაეროს წარმომადგენლის რანგში ჩავიდა უზენაეს კომისარ ანტონუ უშესტერვიშთან ერთად და სირიელთა ბანაკში – ზაახატში მივიდა. ამ ბანაკში 28 ათასამდე სირიელი დევნილი ცხოვრობს.

ანჯელინა ჯოლი პირადად უამრავ დევნილს ესაუბრა და როდესაც ბანაკს ტოვებდა, საუბრისას ცრემლი ვეღარ შეიკავა. ჟურნალისტებთან ჯოლიმ განაცხადა: "მადლობას ვუხდი იორდანიას, რომ საზღვრების გახსნით საშუალებას აძლევენ ამ ადამიანებს, გამოექცნენ სიკვდილს სირიიდან. მე ვესაუბრე დევნილებს, რომლებსაც არაფერი ჩამოუტანიათ სახლიდან, გარდა იმისა, რაც აცვიათ. ვესაუბრე ბავშვებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ქუჩაში ადამიანების დანაწევრებულ და დამწვარ ცხედრებს ხედავდნენ. ამის მოსმენა ნებისმიერი დედისთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ სასწრაფოდ აღიკვეთოს ის, რაც სირიაში ხდება".

ასევე იხილეთ: ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი - ”სისხლისა და თაფლის მიწაზე”