loader

ხარების რბოლა - ცხრადღიანი "სიგიჟის ფესტივალი" ესპანეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხარების რბოლა - ცხრადღიანი "სიგიჟის ფესტივალი" ესპანეთში

ესპანური ქალაქი პამპლონა თეთრ-წითელ ოკეანეს დაემსგავსა - ეს იმას ნიშნავს, რომ ცხრადღიანი სიგიჟე - ხარების რბოლა, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, უზარმაზარი თოჯინების მსვლელობა, კარნავალები, ქუჩის მსახიობების გამოსვლები - ერთი სიტყვით, სან ფერმინის ფესტივალი დაიწყო.

სან ფერმინის ფიესტის მთავარი მომენტი ენსიეროა - 12 ხარის გამოშვება ქუჩაში, ათიათასობით ადამიანს შორის. ფესტივალს პამპლონაში უამრავი უცხოელი ტურისტი ესწრება - სხვადასხვა მონაცემით, ქალაქს ამ პერიოდში მთელი მსოფლიოდან სამ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.