loader

ჩინურ აუზებზე "ნემსიც არ ჩავარდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინურ აუზებზე "ნემსიც არ ჩავარდება"

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად, ჩინეთის მოსახლეობამ აუზებს მიაშურა. მართალია, გაგრილების მსურველები ცოტა არ იყოს, ვიწროდ იყვნენ - სიჩუანის პროვინციაში, გასართობი პარკის "დეიინგის" აუზი მშენებლებს ნამდვილად არ გაუთვლიათ 15 ათას ადამიანზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ ეს რაოდენობა ეწვია აუზს ერთი დღის განმავლობაში.

ტემპერატურამ სიჩუანის პროვინციაში და ჩინეთის ზოგიერთ სხვა ნაწილში 41 გრადუსს მიაღწია. შანხაიში აუტანელ სიცხეს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.