loader

ჟირინოვსკიმ პუგაჩოვა მეძავს შეადარა _ სკანდალი პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟირინოვსკიმ პუგაჩოვა მეძავს შეადარა _ სკანდალი პირდაპირ ეთერში

ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის წინასაარჩევნო თოქშოუს დებატებში ერთმანეთს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი მიხაილ პროხოროვი და ვლადიმერ ჟირინოვსკი დაუპირისპირდნენ.

თუმცა კანდიდატების დებატები შეურაცხყოფასა და სკანდალში გადაიზარდა, პროხოროვის მხარდამჭერებში ალა პუგაჩოვა იჯდა, რომელიც ჟირინოვსკის საუბარში ჩაერთო.

"ნუ მიყვირით მომავალო პრეზიდენტო. მეგონა, რომ პოლიტიკოსი და ცბიერი ადამიანი იყავით, მაგრამ
თქვენ უბრალოდ ფსიქიურად გაუწონასწორებელი და მასხარა ხართ, თქვენ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი ბრძანდებით " _ თქვა მომღერალმა

"თქვენ კი მომღერლები, ყველა ლიდერს მეძავებივით ფულის გამო უწვებით" _ უპასუხა ჟირინოვსკიმ.