loader

პრინცმა ჩარლზმა BBC-ზე ”ამინდის პროგნოზი” წაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცმა ჩარლზმა BBC-ზე ”ამინდის პროგნოზი” წაიყვანა

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ პრინცმა ჩარლზმა ტელეარხ BBC Scotland-ზე ამინდის პროგნოზი წაიყვანა. ეს პრინცის გლაზგოში, BBC-ის შოტლანდიის ფილიალის სათაო ოფისში ვიზიტის დროს მოხდა.

წამყვანმა მაყურებელს არხის მეტეოროლოგიური ჯგუფის ახალი წევრი სიამოვნებით წარუდგინა და პრინცს შოტლანდიის ამინდის პროგნოზის წაყვანა სთხოვა.

ამ დროს საკმაოდ შეწუხებული ტახტის მემკვიდრე ცდილობდა გაერკვია, როგორ მუშაობდა პულტი, რომლის დახმარებითაც ზურგს უკან გამოსახულება უნდა შეეცვალა, თუმცა აპარატის მუშაობის პრინციპში მალევე გაერკვა.

პროგნოზს მთებში მოსალოდნელი თოვლისა და ქარის შესახებ რომ გადმოსცემდა, პრინცმა შეჰყვირა: "ვინ დაწერა ეს ტექსტი?" ტელევიზიის თანამშრომლებმა კადრს მიღმა სიცილი ვერ შეიკავეს.

"ბოლო დროს შოტლანდიაში მაისის შუა რიცხვებისთვის არადამახასიათებელი ამინდია. შოტლანდიაში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 8 გრადუსზე მეტი არ იქნება", - როდესაც ტახტის მემკვიდრემ საკუთარ ქვეშევრდომებს შეატყობინა, რომ მათ ცივი და ნოტიო ამინდი ელით, დასძინა: "მადლობა ღმერთს, რომ დასვენების დღე არ არის!"

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე