loader

FEMEN-ის აქტივისტებმა მამაკაცის სასქესო ორგანო განასახიერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

FEMEN-ის აქტივისტებმა მამაკაცის სასქესო ორგანო განასახიერეს

FEMEN-ის აქტივისტები კვლავ დააკავეს. ამჯერად მათ შიშვლებმა მამაკაცის სასქესო ორგანო განასახიერეს. ფემენის აქცია "Fuck Euro" დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა. შიშველი აქტივისტები ყვავილის საათს დაესხნენ თავს, სადაც ევრო 2012-ის ჩემპიონატის თილისმაა გამოსახული.

ფემინისტები მილიციამ მალევე შენიშნა და, ტრადიციისამებრ, განყოფილებაში წაიყვანეს. FEMEN-მა პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ახსნილია, თუ რისი გამოხატვა უნდოდათ ამ აქციით.

"ჩემპიონატის თილისმას სასქესო ორგანო გაუჩნდა, რაც უფრო ზუსტად გამოხატავს უეფას ჩანაფიქრს საფეხბურთო ჩემპიონატის უკრაინასა და პოლონეთში გამართვისათვის". აქციის დროს FEMEN-ის აქტივისტებმა აგრეთვე გამოფინეს წარწერები "Fuck Euro".