ლიბიაში აშშ-ს ელჩი მოკლეს
ლიბიაში აშშ-ის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი მოკლეს. დიპლომატი საელჩოზე ისლამისტების თავდასხმისას დაიღუპა. სტივენსის გარდა, თავდასხმის დროს კიდევ საელჩოს სამი თანამშრომელი დაიღუპა.
ამერიკის საელჩო 11 სექტემბერს ნაღმმტყორცნებით შეიარაღებულმა ისლამისტმა დემონსტრანტებმა დაცხრილეს და გადაწვეს. დემონსტრანტები ამერიკაში წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ გადაღებული ფილმის - "ისლამის უცოდველობის" ჩვენებას აპროტესტებდნენ.