loader

ბარაკ ობამა ლიბიაში დაღუპული დიპლომატების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამა ლიბიაში დაღუპული დიპლომატების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიბიაში დაღუპული ამერიკელი დიპლომატების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო. მასთან ერთად, დაღუპულ ელჩსა და კიდევ სამ დიპლომატს პატივი მიაგეს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

"მათ აირჩიეს თავიანთი ქვეყნის სამსახური, იცოდნენ საფრთხის შესახებ, თუმცა ბოლომდე პირნათლად ემსახურნენ საქმეს" - თქვა პრეზიდენტმა ჩამოსვენების ცერემონიალზე.

ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ამერიკის ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი, 11 სექტემბერს ბენღაზიში განთავსებულ ამერიკის საელჩოზე თავდასხმისას მოკლეს. ნაღმმტყორცნებით შეიარაღებულმა ისლამისტმა დემონსტრანტებმა საელჩო დაცხრილეს და გადაწვეს. დემონსტრანტები ამერიკაში წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ გადაღებული ფილმის - "ისლამის უცოდველობის" ჩვენებას აპროტესტებდნენ, რომელმაც რამდენიმე დღეა, მუსულმანურ სამყაროში პროტესტის არნახული ტალღა ააგორა.