loader

კონეკტიკუტის ერთ-ერთ სკოლაში 24 წლის თავდამსხმელმა 27 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონეკტიკუტის ერთ-ერთ სკოლაში 24 წლის თავდამსხმელმა 27 ადამიანი მოკლა

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 24 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში საკუთარი დედა მოკლა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, ის სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა.

მკვდარია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდოდ თავი მოიკლა. ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული.
სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.

ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. ემოციური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც, რომელმაც მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

www.cbsnews.com