loader

ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა. როგორც რუსულ მედიას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, პრეზიდენტისა და მსახიობის შეხვედრა სოჭში გაიმართა.

მისი თქმით, პუტინმა და დეპარდიემ ერთად ისადილეს, სადაც ისაუბრეს გრიგორი რასპუტინის შესახებ გადაღებულ ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს სწორედ დეპარდიე ასრულებს.

ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა სამი დღის წინ მიანიჭა. ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.