loader

ინდოეთში ტურისტი ქალი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ტურისტი ქალი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს

39 წლის შვეიცარიელი ტურისტი ქალი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს ინდოეთში. წყვილი ველოსიპედებით მოგზაურობდა ქვეყნის ტერიტორიაზე და ერთ-ერთ ტყეში ღამის გასათევად დაბანაკდა. მათ კარავს თავს რვა მამაკაცი დაესხა. ოთხი მათგანი ქმარს აკავებდა, როცა დანარჩენები ქალს აუპატიურებდნენ. ტურისტებს წაართვეს ფოტოაპარატი, ნოუთბუქი და ფული. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ უკვე დააპატიმრეს შვიდი ადამიანი, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ.

სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ გაუპატიურება ინდოეთში ყოველ 20 წუთში ხდება, თუმცა, ოფიციალურად შემთხვევათა მხოლოდ 40% რეგისტრირდება, რადგან დაზარალებულები ფაქტის გახმაურებას ერიდებიან. დეკემბერში ქალაქ ნიუ-დელის ქუჩებში მილიონი ადამიანი გაუპატიურებისთვის სიკვდილის დასჯის შემოღების მოთხოვნით გამოვიდა.