loader

"აქ სითბოა, გოგონები არ გაცივდებიან" - ვლადიმერ პუტინმა Femen-ის შიშველი აქცია მოიწონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ სითბოა, გოგონები არ გაცივდებიან" - ვლადიმერ პუტინმა Femen-ის შიშველი აქცია მოიწონა

გერმანიაში, ჰანოვერში მიმდინარე საავტომობილო გამოფენაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდნენ, უკრაინელმა ფემინისტებმა ლიდერების თვალწინ გაიხადეს.

ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო ამ ფაქტის შესახებ და გოგონებს საქციელი მოუწონა კიდეც. "რაც შეეხება აქციას, ძალიან მომეწონა. მადლობა უნდა გადაუხადოთ უკრაინელ გოგონებს, გეხმარებიან, რომ ეს ფორუმი უფრო პოპულარული გახდეს. რას ყვიროდნენ, სიმართლე რომ გითხრათ, არ გამიგია, დაცვა ძალიან უხეშად მუშაობს. ზორბა ბიჭები დაესხნენ თავს. ვფიქრობ, რომ ეს სწორი არ არის. უფრო რბილად უნდა მოქცეოდნენ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ პოლიტიკურ საკითხს ჩაცმულები განიხილავენ. გახდა სხვა ადგილებშია შესაძლებელი, მაგალითად, ნუდისტურ პლაჟზე. თუმცა აქ არ ცივა, ამიტომ საშიში არაფერია, არ გაცივდებიან", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

იხილეთ: "Иди на хуй, Путин!" - პუტინი და მერკელი შიშველმა Femen-მა პირღია დატოვ