loader

კოლმანსკოპი - აფრიკული "ქალაქი-მოჩვენება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლმანსკოპი - აფრიკული "ქალაქი-მოჩვენება"

კოლმანსკოპი - "ქალაქი-მოჩვენება" ნამიბიის უდაბნოში მდებარეობს. 1908 წელს მაღაროელმა ზაკარიას ლევალამ მუშაობისას ალმასი აღმოაჩინა და თავის ზედამხედველს, გერმანელ რკინიგზის ინსპექტორს, აუგუსტ შტაუხს აჩვენა. მიხვდნენ რა, რომ ეს ადგილი ალმასებით მდიდარი იყო, გერმანელმა მაღაროელებმა იქ დასახლება გადაწყვიტეს და მალევე გერმანიის მთავრობამ ეს ადგილი Sperrgebiet-ად (ალმასების არეა) გამოაცხადა, რის შემდეგაც ალმასების დამუშავება დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც ალმასების მოპოვებით დიდი ქონება დააგროვეს, ადგილობრივებმა გერმანული ქალაქის არქიტექტურულ სტილში პატარა ქალაქი ააგეს, სადაც ყველა დაწესებულება იყო, რაც ჩვეულებრივ დასახლებას ესაჭიროება: საავადმყოფო, საცეკვაო დარბაზი, სკოლა, ელექტროსადგური, თეატრი, სპორტული დარბაზი, კაზინო და პირველი ტრამვაი აფრიკაში, რომელიც რკინიგზით ახლომდებარე ქალაქ ლუდერიტცს უკავშირდებოდა.

ქალაქი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაცარიელდა, როდესაც ალმასები მთლიანად გამოილია. საბოლოოდ კი ადგილობრივებმა 1954 წელს დატოვეს კოლმანსკოპი. "ქალაქი-მოჩვენების" მყუდროებას ახლა მხოლოდ ტურისტები არღვევენ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მიტოვებულ და დაცარიელებულ კოლმანსკოპს.


ასევე იხილეთ:

"ნარა დრიმლენდი" - მიტოვებული "დისნეილენდი" იაპონიაში

"მოჩვენებათა ქალაქი" - ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ