loader

ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდა მანდატურის სამსახურმა აღკვეთა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონდი ბაღათურიამ უმრავლესობის წევრებს შეახსენა, "თუ როგორ გარბოდა ზოგიერთი 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდიდან".

ბაღათურიას თქმით, ომის დროს ის გორში იყო, ზოგიერთი კი წითელი ხიდიდან გარბოდა და ასეთი გაქცეული ადამიანების სიის გამოქვეყნება მოითხოვა.
ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
"გორში არ იყავი, ალბათ კატლეტებს ჭამდი," – უყვიროდნენ ბაღათურიას უმრავლესობის წევრები.
პარლამენტის სხდომის წამყვანმა, მიხეილ მაჭავარიანმა დეპუტატებს დაწყნარებისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. დარბაზში უცენზურო სიტყვები მაინც ისმოდა.

მიხეილ მაჭავარიანმა ბაღათურიას თითების ქნევისთვისაც საკმაოდ მკაცრად უსაყვედურა.
"თითებს ნუ იქნევ, სადაც გაგსვლია, იქ იქნიე, გაიყვანეთ დარბაზიდან ბაღათურია", – მიმართა მაჭავარიანმა მანდატურს, თუმცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ბაღათურიას დაწყნარებას უკვე ცდილობდნენ.

მიუხედავად მანდატურების მცდელობისას, განემუხტათ სიტუაცია, მაჭავარიანმა მათ მაინც უსაყვედურა.
"ნუ დადიხართ გაერო-ს დამკვირვებლებივით, მოკიდეთ ხელი და დარბაზიდან გაიყვანეთ", – მიმართა მაჭავარიანმა მანდატურს, თუმცა ბაღათურია დარბაზიდან არ გაუყვანიათ.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბაღათურიასა და უმრავლესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე არსებობდა, სიტუაცია მაინც განიმუხტა.