loader

ჩხუბი პარლამენტში - ბაღათურიასა და სულეიმანოვის დაპირისპირებაში ბობოხიძე და თარგამაძეც ჩაერივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი პარლამენტში - ბაღათურიასა და სულეიმანოვის დაპირისპირებაში ბობოხიძე და თარგამაძეც ჩაერივნენ

იხილეთ:

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დანაშაულად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში გუშინ მისულები იყვნენ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებიც და ისინიც ითხოვდნენ გენოციდის აღიარებას.

სომხების გენოციდის აღიარების საკითხზე საუბრისას ჯონდი ბაღათურიასთან დეპუტატი აზერ სულეიმანოვი მივიდა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სულეიმანოვს აკაკი ბობოხიძეც გამოექომაგა, რომელსაც თავის მხრივ შეხლა-შემოხლა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერ გიორგი თარგამაძესთან მოუვიდა. ამის შემდეგ სიტუაციის განმუხტვა სცადეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წევრებმა. დაახლოებით 5 წუთის მანძილზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაწევ-გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, დეპუტატებმა დაპირისპირებულები გააშველეს.

იხილეთ:
- ქსენოფობიური სკანდალი პარლამენტში - რაც არ ეპატიება სტურუას ეპატიებათ დეპუტატებს?
- შეხლა-შემოხლა პარლამენტში - აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს დაარტყა
- "ბაღათურია მოღალატე, ბაღათურია ვაზელინი" - აქცია პარლამენტთან
- სააკაშვილი ბაღათურიას ტალახში გორაობით და დაზელვით "დაემუქრა"
- "ვინ არის ყველაზე მუსკულებიანი" _ აკაკი ბობოხიძე ვასიკო ოდიშვილის რეკლამიცინში
- ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს