loader

თეთრი კვამლი სიქსტის კაპელაზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრი კვამლი სიქსტის კაპელაზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს

სიქსტის კაპელაზე როგორც იქნა თეთრი კვამლი გამოჩნდა. უკვე მეორე დღეა, წმინდა პეტრეს მოედანზე ასი ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, რომლებიც კონკლავის გადაწყვეტილებას ელოდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი ვატიკანის თავზე თეთრი კვამლი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, კონკლავის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. პროცედურის მიხედვით, კარდინალი-პროტოდიაკონი წარმოთქვამს ლათინურ ენაზე მიმართვას, რომელშიც დაასახელებს რომის კათოლიკური ეკლესიის ახლად არჩეულ პაპს.

რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავს, 11 კი – აშშ-ს.

რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ თავისი 8-წლიანი მოღვაწეობა ოფიციალურად 28 თებერვალს დაასრულა. 85 წლის პაპმა გადადგომის მიზეზად "გონებრივი და ფიზიკური სისუსტე" დაასახელა.

იხილეთ: პაპი ფრანცისკო - ახალი პაპი არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიოა