loader

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 წლის ჩეჩენი სტუდენტი დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 წლის ჩეჩენი სტუდენტი დაკავებულია

ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი პოლიციამ დააკავა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტერაქტში ეჭვმიტანილი კოლეჯის სტუდენტი უოთერთაუნში ერთი-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიციას გამოუძახა. ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა.

დაკავების შემდეგ ის მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯოხარ ცარნაევის დაკავებამდე, ბოსტონის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. 15-საათიანი ოპერაციის დროს ლიკვირიდებული იქნა მისი ძმა, 26 წლის ტამერლინ ცარნაევი.

ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილი. 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა.

ასევე იხილეთ: ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი მამაკაცი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა