loader

დიდებული საღამო წვიმიან კანში - 66-ე კინოფესტივალის გრანდიოზული გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდებული საღამო წვიმიან კანში - 66-ე კინოფესტივალის გრანდიოზული გახსნა

კანის 66-ე კინოფესტივალის გახსნა, წვიმიანი დღის მიუხედავად, გრანდიოზული გამოდგა. "დიდებული" დასაწყისი, ალბათ, ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმის "დიდებული გეთსბის" (The Great Gatsby) დამსახურებაცაა. სწორედ ამ ახალი დრამით გაიხსნა კინოფესტივალი. იქამდე კი წითელი ხალიჩა ახალი ფილმის გმირებმა  დაიპყრეს.

ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგია. ჟიურის წევრები არიან ოსკაროსანი მსახიობები: ნიკოლ კიდმანი და კრისტოფ ვალცი. ვარსკვლავურ ჟიურის 20 ფილმის შეფასება მოუწევს.

გახსნის ცერემონიაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. წვიმიანი ამინდის გამო წითელ ხალიჩაზე ყველა ვარსკვლავი ქოლგით გამოცხადდა.

კინოფესტივალი 15-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.