loader

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი" - გერმანიის ელჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი" - გერმანიის ელჩი

ნატო-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ელჩი ირწმუნება, რომ რუსეთი არ არის მოთამაშე ამ საკითხებში, ის არ არის მოლაპარაკებების მონაწილე. „არავის აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს უფლებას გახდეს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი. რუსეთი არის ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების პოლიტიკაში და ეს სიმართლეა. შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ახლო კავშირები აქვთ რუსეთთან. მე რუსეთში ვმუშაობდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც გერმანიის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროსი. შემიძლია გითხრათ, რომ რუსები სრულიად არ ყოფილან კეთილგანწყობილი ჩვენ მიმართ, არ უთქვამთ რომ ახლო კავშირები გვაქვს. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთისთვის ევროკავშირის მეირ დაწესებულ სანქციებზე. ასე რომ, საკმაოდ ცივი მხარე გვიჩვენეს და მათთან რთული საუბრებიც გვქონდა. მაგრამ ევროკავშირი არ აიღებს რუსეთისგან ნებართვას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე იმუშავოს“, - აღნიშნა ელჩმა.