loader

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო კვირაში 80 მილიონით შემცირდა - რამდენი დაკარგა მილიარდერმა 1 წლის განმავლობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო კვირაში 80 მილიონით შემცირდა - რამდენი დაკარგა მილიარდერმა 1 წლის განმავლობაში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 80 მილიონი დოლარით, ხოლო წლის განმავლობაში 175 მილიონი დოლარით შემცირდა.

როგორც "ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში" წერია, ივანიშვილს მიმდინარე წლის განმავლობაში ქონების 3% შეუმცირდა და ამჟამად მისი ქონება 5 მილიარდ 620 მილიონ დოლარს შეადგენს. კერძოდ, თუ 4 დეკემბრისთვის ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 700 მილიონი იყო, 12 დეკემბრის მონაცემებში ეს ციფრი 5 მილიარდ 620 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება ყველაზე დიდი - 2018 წლის იანვრის ბოლო კვირაში იყო, როცა ეს ნიშნული 5 მილიარდ 920 მილიონ დოლარს შეადგენდა.