loader

ივანიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა - გედევან ფოფხაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა - გედევან ფოფხაძე

ბიძინა ივანიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადავიდოდა და ამ გზით, კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების ერთგვარი "გაცვლა" მოხდებოდა, ვინაიდან არც ვანო ზარდიაშვილს ჰქონდა კარგი ურთიერთობა იურიდიული კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან და არც გედევან ფოფხაძესა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შორის არსებობდა კარგი დამოკიდებულება. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ივანიშვილმა აღნიშნული დაპირება "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდგომ მისცა.