loader

რა ხდება საფრანგეთის ქალაქში, სადაც ათობით ქართველი შვილებთან ერთად ქუჩაში, "კარვების ქალაქში" ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება საფრანგეთის ქალაქში, სადაც ათობით ქართველი შვილებთან ერთად ქუჩაში, "კარვების ქალაქში" ცხოვრობს

კვი­რა­ზე მე­ტია, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. ე.წ. კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად 30-მდე ბავ­შვია. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლე­ბი საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა კარ­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი" დღეს და­შა­ლოს და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბამ გუ­შინ გა­აფრ­თხი­ლა კარ­ვებ­ში მყო­ფე­ბი.

19 აპ­რილს ემიგ­რან­ტე­ბი საფ­რან­გეთ­ში და ევ­რო­პის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ, რომ­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გათა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეა. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვი­და და საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. ის კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი­დან ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს და ამ­ბობს, სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც რომ და­უჯ­დეთ, პო­ლი­ცი­ას კარ­ვე­ბის აღე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ. მი­სი­ვე თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ლე­გა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა უკვე მო­ი­პო­ვეს.