loader

მაჩალიკაშვილი: ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, მათ თბილისში ჩამოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაჩალიკაშვილი: ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, მათ თბილისში ჩამოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში

ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება ფინანსურ ინტერესებს ეხება, კერძოდ კი, სირიაში მოპარულ ფულს, რომელიც მისი თქმით, თბილისსში ჩამოიტანეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სუს-ისა და სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მას რომ გოგაშვილისა და მისი ოჯახისთვის რაიმეს დაშავება ჰქონოდა განზრახული, ის რუსთაველზე არ იქნებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი პირობას დებს, რომ ის კანონიერად აღადგენს სამართლიანობას.

ასევე იხილეთ: მაჩალიკაშვილმა პირდაპირ ეთერში მუშტი მაგიდას დაჰკრა: "ეს ამოსაწყვეტი სუს-ი რას მიშვრება?!" - გამწარებული მამის ემოციური გამოსვლა "პალიტრანიუსის" ეთერში

თუ გოგაშვილი ჩემს წინაშე არ გრძნობს დანაშაულს, თუ დარჩენია კაცობა და ღირსება, ნუ ეშინია ჩემი, მოვიდეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"არ მინდა ჩემი ვაჟის მკვლელებმა დამკითხონ, ეს გაუსაძლისია" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, უბრალოდ მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე - მაჩალიკაშვილი სარალიძეზე