loader

რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ხმაურიანი გვარია - ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ხმაურიანი გვარია - ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა , იცავდა, თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებონენ.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართავს, თუმცა საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს,რადგან კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც თავშივე „სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრედ მოხაზა“.