loader

ან საქართველო უნდა იქცეს რუსეთის ვასალად, ან რუსეთში უნდა მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები - რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ან საქართველო უნდა იქცეს რუსეთის ვასალად, ან რუსეთში უნდა მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები - რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე

პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ გნეზდილოვის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ ტურისტული ემბარგო და ღვინოზე დაწესებული კონტროლი არაპროპორციულია. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს.

მისი თქმით, ქართველი ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება რუსი პოლიტიკოსების მიმართ არ ეხება რუს ხალხს.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ საქართველომ შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა და „რუსეთის ვასლად“ გადაიქცეს.

როგორც ალექსანდრ გნეზდილოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, არსებობს კიდევ ერთი შანსი, რომ საქართველოსთან რუსეთმა ურთიერთობები დაალაგოს და ეს არის რუსეთში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები.