loader

რატომ გახშირდა გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა? - სპეციალისტები მიზეზს ასახელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გახშირდა გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა? - სპეციალისტები მიზეზს ასახელებენ

სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა აღინიშნება. ამერიკის კვების საზოგადოებაში ამის მიზეზად მიაჩნიათ ადამიანების საკვებ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის სიმცირე. ექსპერტები აცხადებენ, რომ გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით ყოველი მეშვიდე შემთხვევა დაკავშირებულია ხილის მოხმარების დაბალ დონესთან, ხოლო ყოველი მე-12 ბოსტნეულის დეფიციტთან.

ყველაზე გამოხატული უარყოფითი მოქმედება აღინიშნება ახალგაზრდა მამაკაცების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ქალები უფრო მეტად იღებენ მცენარეულ საკვებს.

დიეტოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ადამიანის კვების რაციონში და მათ ნაადრევი სიკვიდილისაგან ხსნა შეუძლია.

მთელ მსოფლიოში უპირატესობა ენიჭება ადამიანის უზრუნველყოფას კალორიებით, ვიტამინებით. ყველგან გვირჩევენ მარილისა და შაქრის მოხმარების შეზღუდვას.

ამერიკელ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დღეში 300 გრამი ხილისა და 400 გრამი ბოსტნეულის მიღებაა აუცილებელი.