loader

რამდენი პური უნდა ჭამოთ დღეში: მეცნიერებმა დაადგინეს ნორმა, რაც ჯანმრთელობას არ ავნებს და პირიქით, სასარგებლო იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი პური უნდა ჭამოთ დღეში: მეცნიერებმა დაადგინეს ნორმა, რაც ჯანმრთელობას არ ავნებს და პირიქით, სასარგებლო იქნება

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი უნდა მივირთვათ პური, რომ მან ჯანმრთელობას კი არ ავნოს, პირიქით, სასარგებლო იყოს. ხორბლეულის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის, ასევე სიმსივნის, დიაბეტის და ინფექციური დაავადებების რისკს. თუმცა, მისი მიღებისას გარკვეული ნორმები უნდა დაიცვათ, რადგან ბევრი პური პირიქით - მავნებელია და წონის პრობლემების გარდა, სხვა პრობლემებსაც იწვევს.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე სასარგებლოა დღე-ღამეში ორი ულუფა პურეულის მიღება. ეს არის დაახლოებით 32 გრამი ხორბლის მარცვლი ან 60 გრამი ხორბლის თეთრი პური.

ექიმები ამბობენ, რომ ამ სახით პურის მიღება სასარგებლოა, ხოლო გასუფთავებული და რაფინირებული ხორბლის ფქვილისგან, საფუარის გამოყენებით გამომცხვარი პური ნაკლებად სასარგებლოა და მისი ულუფების მაქსიმალურად შემცირებას გვირჩევენ.