loader

ინფორმაცია მშობლებისთვის - 14 წლამდე ბავშვების სათამაშოები რეგულაციებს დაექვემდებარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მშობლებისთვის - 14 წლამდე ბავშვების სათამაშოები რეგულაციებს დაექვემდებარება

14 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტშია“ აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, რეგლამენტი ადგენს სათამაშოების უსაფრთხოების წესებს. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, ეს სათამაშო დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა.

სათამაშოების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას ზედამხედველობის ორგანო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად.