მანანა არჩვაძე-გამსახურდია დაიმუქრა, რომ არ დაუშვებდა მეუღლის შესვლას ცოტნესთან - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლის სკანდალური ინფორმაცია
22:12 / 28-01-2020
როგორც განცხადებაშია ანა ჯაბაურის წარმომადგენელი ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავს, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - "ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას".
ანა ჯაბაურის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნე გამსახურდიას "ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება".
ამ სკანდალური ფაქტის შესახებ ჯაბა კვარაცხელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.