loader

რას ებრძვის პროდუქტი, რომელიც ყველას მოგვეპოვება - ხახვი გრიპის, ჰეპატიტებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ებრძვის პროდუქტი, რომელიც ყველას მოგვეპოვება - ხახვი გრიპის, ჰეპატიტებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ

ხახვში შედის ბუნებრივი ანტიბიოტიკი ფიტონციდი, რის გამოც ხახვის წვენს ხშირად ხალხურ მედიცინაში იყენებენ, მაგალითად ცხვირის წვეთების სახით. ბაქტერიებთან საბრძოლველად, შესაძლოა, ეს მეთოდი ეფექტური აღმოჩნდეს, თუმცა, მასში შემავალი ეთერზეთები ადვილად დააზიანებს ლორწოვან გარსს, ამიტომ გრიპის პრევენციისთვის საკმარისია რამდენჯერმე დაყნოსოთ გაჭრილ ხახვს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიწვეთოთ ის ცხვირში. ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია ხახვის ფურცლებსაც, სწორედ ამიტომ ძველ დროში სახლების შემოსასვლელებს ხახვისგან დაწნილი გირლიანდებით რთავდნენ. ხახვში შემავალი კიდევ ერთი სმკურნალო ნივთიერება კვერცეტინია.

კვერცეტინი - ღვიძლის დამცავი, სისხლის მილების დამცავი, შარდმდენი, სპაზმოლიტური, ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერება. გამოიყენება, ყველა სახის ჰეპატიტის, ჰეპატოზის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს; ასევე ლეიკოზების, ლიმფომების, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, პროსტატის, ღვიძლის, ფილტვების, თავისა და ძვლის ტვინის, ასევე სხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ; ვენების და კაპილარების პათოლოგიების და შეშუპების საწინააღმდეგოდ. აუმჯობებსებს სისხლის მიმოქცევას.