loader

"მეან-გინეკოლოგმა ახალგაზრდა ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და შესთავაზა შვილის გაშვილება" - ახალშობილის გაყიდვის საქმის ექსკლუზიური დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეან-გინეკოლოგმა ახალგაზრდა ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და შესთავაზა შვილის გაშვილება" - ახალშობილის გაყიდვის საქმის ექსკლუზიური დეტალები

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა.

ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, კერძოდ გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე.

აღნიშნულ საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს.

საქმის ექსკლუზიური დეტალებით „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჩაერთო.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ვიცით ჩვილზე, რომელიც საკუთარმა დედამ 13 000 დოლარად გაყიდა