loader

"კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერება, თუმცა, მოხერხდა მისი ამუშავება" - ხაშურში დაჭრილი 24 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერება, თუმცა, მოხერხდა მისი ამუშავება" - ხაშურში დაჭრილი 24 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა, ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.

პაციენტს ცოტა ხანში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ გამოიწვია.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ფაქტის დეტალებზე გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" ჩაერთო ჩვენი კორესპონდენტი ია თინიკაშვილი.