როდის უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე ანალიზი ადამიანმა: "ტესტის გაკეთებას აზრი აქვს მაშინ, როცა..."
22:49 / 09-03-2020
ბაკურიანში დამსვენებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება ახალ კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას, მას აზრი აქვს მაშინ, როცა ადამიანს გამოუვლინდება ვირუსული ინფექციის სიმპტომები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.