loader

"მოხდება უკან მობრუნებული ტანსაცმლის დეზინფექცია" - როგორ იმუშავებენ მაღაზიები გასახდელების გარეშე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხდება უკან მობრუნებული ტანსაცმლის დეზინფექცია" - როგორ იმუშავებენ მაღაზიები გასახდელების გარეშე?

ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

ცნობისთვის, საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა: "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.