loader

“სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ტექინსპექტირების ვადა აქვს გასული, გავატარე კამერებთან რამდენიმე ქალაქში, ერთი ჯარიმაც არ გამოწერილა“- დავით მესხიშვილი ახალ პრობლემაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ტექინსპექტირების ვადა აქვს გასული, გავატარე კამერებთან რამდენიმე ქალაქში, ერთი ჯარიმაც არ გამოწერილა“- დავით მესხიშვილი ახალ პრობლემაზე საუბრობს


ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ტექინსპექტირების საკითხში ბევრი ხარვეზი არსებობს, რისი გამოსწორებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
როგორც მესხიშვილმა გადაცემაში “აქტუალური თემა“ განაცხადა, მან ექსპერიმენტი ჩაატარა და მოულოდნელი შედეგი მიიღო.

“ტექინსპქტირების მიზანი რა არის- ეს არის ავარიების შემცირება და გარემოს გაუმჯობესება. გვაქვს რეალური პრობლემები.
ჩაგატარე ექსპერიმენტი, პირველ ეტაპზე იყო სხვადასხვა ქალაქები. სატრანსპორტი საშუალება, რომელსაც ინსპექტირების ვადა აქვს ამოწურული გავატარეთ კამერებთან სხვადასხვა ქალაქებში. ბორჯომში, ყვარელში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქობულეთში და არც ერთი ჯარიმა არ გამოიწერა. საერთოდ რეაგირება არ ყოფილა.“- აცხადებს მესხიშვილი.