“პანდემიის პერიოდში ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია“ - პედიატრი მშობლებს მარტივ გამოსავალს სთავაზობს
18:25 / 23-09-2020
„ძალიან მოიმატა ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევებმა, რამაც საგანგაშო რიცხვებს მიაღწია. სიმსუქნე და ჭარბი წონა ისედაც იყო ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, პედიატრიული პათოლოგია. მეტაბოლური და ზოგადად, ჯანმრთელობის მახასიათებლები გაუარესდა. ამას თან დაერთო უმოძრაობა, რაც მრავალი დაავადების რისკ-ფაქტორია და სიმსუქნესთან ერთად კიდევ უფრო საშიშ გართულებებს იწვევს. ასევე არის ძილის დარღვევის და მხედველობის პრობლემები, რადგან დიდი ხანი უყურებენ ეკრანს. ჩვენ, პედიატრები, ფაქტობრივად, ძალიან შეშფოთებულები ვართ, ბავშვთა ენდოკრინოლოგები განსაკუთრებით“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.