loader

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომლებიც სილამაზის სალონებმა პირველი ოქტომბრიდან უნდა დაიცვან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომლებიც სილამაზის სალონებმა პირველი ოქტომბრიდან უნდა დაიცვან

პირველი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის. ცვლილებების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები პირველ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა გასულ წელს დაასრულა. მასში განისაზღვრა ის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომლებსაც ესთეტიკის ცენტრები და სილამაზის სალონები უნდა აკმაყოფილებდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებულია 570 სალონური საქმიანობა. საქართველოს მასშტაბით სილამაზის სალონების ამ რიცხვზე ბევრად მაღალია. სანქციების ამოქმედებამდე კი სულ რაღაც 2 დღე დარჩა. პირველი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებნი და სილამაზის სალონები, რომლებიც არ გაივლიან სავალდებულო რეგისტრაციას 50-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.