loader

საბაგირო გზების, ესკალატორების, ლიფტებისა და ატრაქციონების შემოწმებას ინსპექტირების ორგანო განახორციელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბაგირო გზების, ესკალატორების, ლიფტებისა და ატრაქციონების შემოწმებას ინსპექტირების ორგანო განახორციელებს

საქართველოში საბაგირო გზების, ესკალატორების, ლიფტებისა და ატრაქციონების შემოწმებას ინსპექტირების კერძო ორგანო განახორციელებს. კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალმა" ოფიციალური აკრედიტაცია სახელმწიფოსგან მიიღო.

პირველ ეტაპზე შემოწმებას მთელი საქართველოს მასშტაბით 18 ინსპექტორი განახორციელებს. ინსპექტირება წინასწარი განაცხადის საფუძველზე მოხდება და კერძო სექტორს ზედამხედველობას სახელმწიფო უწყება - აკრედიტაციის ეროვნული ორგანო გაუწევს. იმ შემთხვევაში თუ ინსპექტირებული ობიექტი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კომპანია შესაბამის სერთიფიკატს გასცემს. კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში კი ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცემა.