loader

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები ადამიანის ენაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები ადამიანის ენაზე?

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებაა ფრინველებს შორის. ტვინის აგებულების გამო მათ აქვთ უნარი, იმეტყველონ ადამიანებივით. თუთიყუშებსა და მგალობელი ფრინველების ტვინში აღმოაჩინეს განსაკუთრებული უჯრედი, რომელიც სხვებს არ აქვთ და ეწოდება "შესწავლითი ბირთვი". ეს ეხმარება ჩიტებს, დაიმახსოვრონ ბგერები და მელოდია.

გენურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტვინში არსებული ბირთვი თუთიყუშებს აქვთ განსხვავებული, რადგან ის დაფარულია ნეირონებისგან შემდგარი მრავალფენოვანი გარსით. რაც უფრო სქელია ეს გარსი, მით უფრო მეტ სიტყვასა და ბგერას იმახსოვრებს თუთიყუში.

წყარო: zooclub.ge