loader

მომავლის ფეხსაცმელი NIKE-სგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომავლის ფეხსაცმელი NIKE-სგან

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდმა NIKE-მა გამოუშვა ახალი ტიპის სპორტული ფეხსაცმელი, სახელად NIKE MAG, რომელსაც თავისით შეუძლია თასმების შეკვრა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის გრძნობს მთელ სხეულს, კერძოდ, კიდურებს და დამოუკიდებლად კრავს ფეხსაცმლის თასმებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალური ფეხსაცმლის შექმნა მიზნად ისახავს პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლას, რომელსაც ახასიათებს კიდურების უნებლიე მოძრაობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს. სწორედ მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის და მათ დასახმარებლად შეიქმნა NIKE MAG.

როგორც ცნობილია, "მომავლის ფეხსაცმლის" შექმნის იდეა ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაიბადა და დღესდღეობით მხოლოდ 89 წყვილია გამოსული. NIKE-ის თქმით, გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაავადების საფუძვლიან გამოკვლევასა და მისი განკურნების გზების პოვნას. როგორც ამბობენ, NIKE MAG იყენებს სპეციალურ სენსორს ფეხსაცმლის ფეხზე მოსაჭერად ან უფრო მოსაშვებად. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ისინი კიდევ გეგმავენ თავიანთი მომხმარებლის გაოცებას.