X
როგორ აისახება ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთში აქციზის გადასახადის გაზრდა?
16:22 / 11-10-2016
რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადის გაორმაგება იგეგმება. ინიციატივით ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე მიმართა. პროექტის თანახმად, იმპორტირებული ყურძნის ღვინის აქციზი 1 ლიტრზე 9-დან 18 რუბლამდე იზრდება, ადგილობრივ რუსულ ბრენდებზე დაცული გეოგრაფიული სახელებით კი - 5-დან 10 რუბლამდე. რუსეთის ბაზარს ქართული კომპანიების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებითაც, საქართველოდან ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში რუსეთი ლიდერობს. ქართული ღვინის კომპანიებში აღნიშნავენ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა, განხორციელების შემთხვევაში, მათზე აისახება, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, რუსეთში აქციზის გაზრდა შეეხება თითქმის ყველა სახის ღვინოს. სავარაუდოდ, გამონაკლისი მხოლოდ ცქრიალა და ხილის ღვინოები იქნება. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 421 418 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. აქედან 17 მილიონზე მეტი რუსეთის ბაზარზე გავიდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"