loader

"სად მიდიხართ, ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე ხომ არა, სადაც ფეშენებელური ვილა გაქვთ? - ვალერი გელაშვილის პასუხი წამყვანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სად მიდიხართ, ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე ხომ არა, სადაც ფეშენებელური ვილა გაქვთ? - ვალერი გელაშვილის პასუხი წამყვანს

"სად მიდიხართ, ვენესუელაში ხომ არა მარგარიტას კუნძულზე, სადაც ფეშენებელური ვილა გაქვთ? - ამ კითხვით მიმართა -ის გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანამა ემა ტუხიაშვილმა ხაშურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ვალერი გელაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ თუ მეორე ტურში ხაშურელმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა მიატოვებს რაიონს.

არჩევნებში დამარცხებისა და მეორე ტურის შესახებ გელაშვილმა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "რაც კი ხაშურის მუნიციპალიტეტში კეთდება, მე ვაკეთებ. სადაც საკათედრო ეკლესიას ვაშენებ, იმ ქუჩამაც რომ არ მომცა ხმა, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის. ღმერთმა ქნას, ხაშურის მოსახლეობამ ეს გამოასწოროს, თორემ მივატოვებ, საერთოდ წავალ ამ რაიონიდან. მაქვს ისეთი ადგილები, სადაც წასვლა შემიძლია. 1999 წელს, იმ რთულ პირობებში, ჩემმა რაიონმა დამიჭირა მხარი და მას შემდეგ ხაშური არ მიმიტოვებია. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამდენ რამეს. ვალდებულებას ვგრძნობდი ჩემი ხაშურის მიმართ და ახლა თუ მიღალატა მოსახლეობამ, ალბათ წავალ. ჩემ ცხოვრებაში თანმიმდევრული ვარ, ჩემს რაიონს ვეხმარები, სიკეთეს ვაკეთებ" - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.