loader

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები დაუწესა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები დაუწესა

სავალუტო ჯიხურებს ვალუტის გაცვლის კურსისა და საკომისიოს თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით მოუწევთ. როგროც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დღეიდან ვალდებულია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნული ცვლილება ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის გახშირებულ ფაქტებთანაა დაკავშირებული . ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.