loader

როგორია საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას სპეციალურად შექმნილი საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უხელმძღვანელებს. ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე დაასრულეს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც საქართველო ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იქნება.

საქმიანი ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც ერთვება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, გამოფენებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა იგეგმება. კერძო სექტორი საქმიან ტურიზმს ერთ-ერთ პრიორიტეტულ და სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევს.