loader

რატომ უნდა ვაჭამოთ მოზარდებს ხორცი - ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უნდა ვაჭამოთ მოზარდებს ხორცი - ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს

ბავშვებისა და მოზარდების გარკვეული ნაწილი ხორცს არ მიირთმევს. არადა, ხორცი მეტად აუცილებელი პროდუქტია მოზარდის ორგანიზმისთვის. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებება, ცილების, რკინისა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტს განიცდის. ცილა კი მოზარდის ორგანიზმის ძირითადი და უმთავრესი აგურია. თუ ზრდასრული ადამიანი ცხოველური ცილის დეფიციტს მცენარეულით (ძირითადად, პარკოსნებით) ივსებს და ეს საკმაოდ რთულია, ბავშვების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ვერ ხდება და სამწუხაროდ, მოზარდებს ამის საფუძველზე სერიოზული ძვრები და პრობლემები ექმნებათ.

გახსოვდეთ, მოზარდის ორგანიზმს განსაკუთრებით ბევრი ცილა სჭირდება, მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოვედღიურად საკვებიდან 4,0-4,5 გრამი ცილა უნდა მიიღოს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ყველაზე მაღალი ათვისებადობა კი სწორედ ცხოველურ ცილას აქვს (90%-მდე). თუ ბავშვი ხორცის გარდა კვერცხსა და რძის ნაწარმსაც არ ჭამს, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე, რადგან გამოდის, რომ ბავშვი პრაქტიკულად სრულად მოკლებულია ცხოველურ ცილას.