loader

არაბი მილიონერი, რომელიც მტაცებლებთან ერთად ცხოვრობს, "ინსტაგრამის" ნამდვილ ვარსკვლავად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაბი მილიონერი, რომელიც მტაცებლებთან ერთად ცხოვრობს, "ინსტაგრამის" ნამდვილ ვარსკვლავად იქცა

მილიონერებს ხშირად სჩვევიათ თავიანთი მდიდრული საცხოვრებლების ძვირფასი კოლექციებით "გაფორმება". ზოგისთვის ეს ხელოვნების ნიმუშებია, ზოგისთვის ძვირფასი ავტოები, ბევრი კი ეგზოტიკურ ცხოველებს ანიჭებს უპირატესობას.

ჰუმეიდ აიბუკეში ემირატელია, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს პრემიუმ-კლასის ავტომანქანებში და ცხოველსაშენის შენახვაში ხარჯავს. ეს უკანასკნელი კი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ და საშიშ სახეობებს უკავიათ. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც მილიონერების "ცვენაა", სიმდიდრითა და ძვირფასი მანქანებით ვერავის გააკვირვებ. ამიტომ ამ ახალგაზრდა მილიონერმა მანქანები არ იკმარა და ველური კატების მოშენებას მიჰყო ხელი. აუზში ლომთან ერთად ბანაობს, ეზოში ავაზასთან ერთად სეირნობს, ვეფხვები კი თამამად დათარეშობენ მის ავტოფარეხში და არავინ უშლით ძვირფასი ავტომობილების დაკაწვრას. მილიონერი მტაცებლების გარემოცვაში ისე ცხოვრობს, როგორც ოჯახის წევრებს შორის.

იხილეთ ვრცლად shin.ge-ზე